თავში

მელიამ საპატიმრო უნდა დატოვოს ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე - სააკაშვილი

მელიამ საპატიმრო უნდა დატოვოს ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე - სააკაშვილი
მელიამ საპატიმრო უნდა დატოვოს ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე - სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერას ეხმიანება. 

როგორც მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, „ნაციონალურ მოძრობას“ მოუწოდებს დოკუმენტს მაშინ მოაწეროს ხელი, როდესაც ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებენ.

„ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და ძალიან შორს არის იმისგან, რაც ბოლომდე გადაწყვეტდა კრიზისს. მაგრამ იქ არის ორი მთავარი რამ, ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე როგორც გიორგი რურუა. ისევე, როგორც უნდა შეწყდეს პოლიტპატიმრების ნაწილის პოლიტიკური დევნა და ეს უნდა მოხდეს უპირობოდ. ნიკა მელიამ საპატიმრო უნდა დატოვოს ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე, ყოველგვარი გაუგებარი გირაოს გარეშე, ისე, როგორც მას სურს, რადგან ის იქ იმყოფება უკანონოდ და უდანაშაულოდ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ის საპატიმროს დატოვებს ამ პირობებით, მე მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system