თავში

მელიას გათავისუფლება ევროპარლამენტარების თავდებობით თუ მოხდება, უკეთესია - შავგულიძე

მელიას გათავისუფლება ევროპარლამენტარების თავდებობით თუ მოხდება

ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება, ეს რა თქმა უნდა, უკეთესი ვარიანტია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" საარჩევნო სიის წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გირაოს საკითხზე საუბარი შეთანხმებაზე ხელმოწერის მომენტიდან დასრულდა.

"გირაოზე საუბარი აღარ არის. გირაოს საკითხზე საუბარი დასრულდა ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის მომენტიდან. ეს შეთანხმება ითვალისწინებს ამნისტიით ნიკა მელიას გათავისუფლებას, ისევე როგორც ამნისტირებას სხვა ყველა ბრალდებული და მსჯავრდებული პირის, სამოქალაქოების, რომლებიც მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში. ამნისტიის გარეშეც თუ მოხდება, მით უმეტეს ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება, ეს კიდევ რა თქმა უნდა, უკეთესი ვარიანტია. ძალიან მინდა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system