თავში

"მელიას "სუს-ში" დაბარება პოლიტიკური წნეხის გაზრდას ემსახურება" - გიგა ბოკერია

"მელიას "სუს-ში" დაბარება პოლიტიკური წნეხის გაზრდას ემსახურება" - გიგა ბოკერია
მელიას სუს-ში დაბარება პოლიტიკური წნეხის გაზრდას ემსახურება - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს ეხმაურება. 

ბოკერიას შეფასებით, ნიკა მელიას დაბარება პოლიტიკური წნეხის გაზრდას ემსახურება.

"ეს არ ხდება პირველად, ამ რეჟიმის ტრადიციული მეთოდია ამ ტიპის გამოძიებები. ყველამ იცის, რომ აქ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს, პოლიტიკური წნეხის და პროპაგანდის სხვადასხვა ფორმით ინსტრუმენტია წლებია ასე უტიფრად "სუსის" გამოყენება. დღეს "სუსის"ფუნქცია არა ქვეყნის დაცვა არამედ ის პოლიტიკური მანიპულაციებია, რასაც ახლა ვხედავთ, რაც შეეხება იმას თუ რა მოხდება ამის პროგნოზი შეუძლებელია ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, შეიძლება სულმა წასძლიოს და კიდევ ძალის დემონსტირება მოახდინოს. ყველა შემთხვევაში ყველა რეპრესიული ნაბიჯი მელიას წინააღმდეგ იქნება შეფასებული ძალიან მწვავედ, იმაზე მწვავედ ვიდრე ეს აქამდე მოხდა, როგორც კიდევ ერთი მსხვილი პოლიტიკური დევნილის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ეს იქნება შედეგი",  - განაცხადა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system