თავში

მელიას ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის - კალაძე

მელიას ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის - კალაძე
მელიას ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის - კალაძე

ბატონ მელიას ისიც ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის, ეს არის განათლების სამინისტროს საქმე, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას საარჩევნო დაპირების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც სკოლებში კვება უფასო უნდა იყოს.

კალაძის თქმით, აღნიშნული განცხადება ტყუილი დაპირებაა.

"ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ბატონ მელიას ისიც ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის, ეს არის განათლების სამინისტროს საქმე. 

მუნიციპლიტეტს რაც შეეხება, უამრავი მიმართულებით შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, არა ის ტყუილი დაპირებები რაც ვნახეთ",-აღნიშნავს კალაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system