თავში

"მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას" - მდინარაძე

"მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას" - მდინარაძე
მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას - მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატად, გიორგი გახარიას დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მდინარაძის თქმით, გახარია ნიკა მელიას მეორე ტურში გასაყვანად იწყებს ბრძოლას. ამასთან მდინარაძე აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი, კახა კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

"მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას.

კითხვის ნიშნები კიდევ არსებობს?კახი პირველივე ტურში იგებს!!!", - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.

შეგახსენებთ, 2021 წლის 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ამის მიზეზად მან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი დაასახელა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system