თავში

მოვუწოდებ ღარიბაშვილს, უარი თქვას ძალის გამოყენების განზრახვაზე - ვაშაძე

მოვუწოდებ ღარიბაშვილს, უარი თქვას ძალის გამოყენების განზრახვაზე - ვაშაძე
მოვუწოდებ ღარიბაშვილს, უარი თქვას ძალის გამოყენების განზრახვაზე - ვაშაძე

,,მოვუწოდებ ხელისუფლებას და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს, უარი თქვას საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენების განზრახვაზე, სიძულვილზე, აგრესიულ რიტორიკაზე", - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი მოლაპარაკებისა და კომპრომისების გზით უნდა გადაწყდეს. 

,,წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა კანონის და ისტორიის წინაშე დაგეკისრებათ სრული სიმკაცრით! ყველას უნდა გვესმოდეს, სამოქალაქო დაპირისპირება ჩამოშლის სახელმწიფო ინსტიტუტებს, დააზარალებს ქვეყანასა და ჩვენს მოქალაქეებს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ, რაც შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი არჩევანია!", - წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system