თავში

პარლამენტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს

პარლამენტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
პარლამენტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს

საქართველოს პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა დღეს გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრა მომდევნო კვირაში გაიმართება.

"გაიმართება არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მეორე მოსმენით კენჭისყრა, ხოლო მომდევნო კვირაში გაიმართება მესამე მოსმენით კენჭისყრა. ამით პარლამენტი სამჯერ განიხილავს და დაასრულებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მსჯელობას,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის,საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს. პროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 5.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით 120/30 და 1%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს.

კანონპროექტი ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system