თავში

მეორე ტური ჩვეულებრივად ჩატარდება - კალაძე

მეორე ტური ჩვეულებრივად ჩატარდება - კალაძე
მეორე ტური ჩვეულებრივად ჩატარდება - კალაძე

მეორე ტური ჩვეულებრივად ჩატარდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.

„მეორე ტურისთვის ჩვენ ჩვეულებრივად ვეზადებით. გუშინ უკვე გვქონდა პირველი შეხვედრა ჩვენს შტაბებთან, ჩვენს პარტიულ წარმომადგენლებთან და მიდის მზადება მეორე ტურისთვის. მეორე ტური ჩვეულებრივად ჩატარდება“,- განაცხადა კალაძემ.

კალაძე ოპოზიციის მოთხოვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ შედეგები ყალბდება. მისი მტკიცებით, ასეთი რამ არ მომხდარა და საქართველოში არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system