თავში

მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის - ოხანაშვილი გახარიაზე

მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის - ოხანაშვილი გახარიაზე
მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის - ოხანაშვილი გახარიაზე

"მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის" , -  ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, გახარიას გუნდი "ქართული ოცნება 2" არ არის.

„რაც შეეხება ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებს, პოლიტიკაში და არა მხოლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანური სიმტკიცე - რამდენად შეუძლია პოლიტიკოსს გაუძლოს ერთი მხრივ წნეხს, მეორე მხრივ, გამოწვევას, რთულ დატვირთვას და მძიმე გრაფიკს; იხელმძღვანელოს სახელმწიფოებრივად და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. ეს ყველას არ გამოსდის.

სახელმწიფო სამსახურში როდესაც ხარ, შენი ნომერ პირველი ვალდებულება არის კეთილსინდისიერად ემსახურო ხალხს და ქვეყანას. ეს უნარჩვევები შესაძლებელია ყველამ ყოველთვის ვერ გამოავლინოს და ამის ნათელი მაგალითია ის, რაც მოხდა. არ ეყო ყველას ამ უნარ-ჩვევების ასე მტკიცედ გამოვლენის შესაძლებლობა და მიიღეს გადაწყვეტილება.

როდესაც ადამიანი მერყეობს, ვფიქრობ, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის. საზოგადოება განსჯის. თუ ის პოლიტიკაში შემოვა, მოგვეცემა ალბათ, საშუალება, დებატებში დავსხდეთ როგორც მის თანაგუნდელებთან, ასევე მასთან და საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვინ იყო მტკიცე, ვინ იყო პრინციპების ერთგული, ვინ დაიცვა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ვინ დაიცვა და უზრუნველყო ის, რომ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო განცდა - ვცხოვრობთ იქ, სადაც კანონს არავინ პატივს არ სცემს, ამ კითხვებზე ყველას მოუწევს პასუხები", - განაცხადა ოხანაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system