თავში

მესამე პრეზიდენტის უკანონო ტყვეობას ყველა უნდა აპროტესტებდეს - ნიკა მელია

მესამე პრეზიდენტის უკანონო ტყვეობას ყველა
მესამე პრეზიდენტის უკანონო ტყვეობას ყველა უნდა აპროტესტებდეს - ნიკა მელია

ზუგდიდში გამართულ საპროტესტო აქციაზე დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი უნდა გაერთიანდეს. მან მადლობა გადაუხადა "ლეიბორისტულ პარტიას", "ევროპულ საქართველოს", "ლელოსა" და ნინო ბურჯანაძის პარტიას იმისათვის, რომ დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ. 

"ერთიანობაც შედგება, ნუ გეწყინებათ ჩემო მეგობრებო, როცა ჩვენ აქციას ვასახელებთ და რომელიღაც პოლიტიკური პარტია შეიძლება არ მოვიდეს. ეს მათი არჩევანია, თუმცა მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტის უკანონო ტყვეობას ყველა უნდა აპროტესტებდეს, თუმცა ვიცი, რომ ყველა სოლიდარულია. აქ ახლა ამ წუთას რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციაა, ლელო, ნინო ბურჯანაძის პარტია, ლეიბორისტები, ევროპული საქართველო, ბუნებრივია. ყველას მადლობას ვუხდი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system