თავში

მეცნიერები საუბრობენ იმაზე, რომ შეიძლება სავალდებულო იყოს 4 ვაქცინა - ეკატერინე ტიკარაძე

მეცნიერები საუბრობენ იმაზე, რომ შეიძლება
მეცნიერები საუბრობენ იმაზე, რომ შეიძლება სავალდებულო იყოს 4 ვაქცინა - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მსოფლიოში მიმდინარე Covid პანდემიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ უფრო მეტად გააქტიურდა ვაქცინების შესაბამისობის საკითხი. მინისტრი აცხადებს, რომ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს მსჯელობა იმის შესახებ, რამდენი დოზის გაკეთების შემდეგ არის ადამიანი სრულად ვაქცინირებული. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით მეცნიერების დამოკიდებულება მეტად ცვლადია, რასაც სახელმწიფოს მიდგომაც მიესადაგება.

"ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულებები იმის, რომ ადამიანები, რომლებსაც წელიწად-ნახევრის წინ აქვთ გადატანილი კოვიდი, დღესაც არიან რეზისტენტულები. თუმცა ასევე არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი ერთი წლის მანძილზე მეცნიერება აღმოაჩინონ და შემდეგ უკვე დაამტკიცონ ის, რომ კოვიდგადატანილები ყველაზე მეტად სარგებლობენ მდგრადი იმუნიტეტით. ამ ეტაპისთვის ეს ასე არ მტკიცდება, ყველაზე მდგრადი იმუნიტეტი ადამიანს აქვს ვაქცინაციის შემდეგ და ასევე, დამტკიცდა, რომ საჭირო არის ბუსტერ დოზა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ ახალი შტამის აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერები საუბრობენ იმაზე, რომ შეიძლება სავალდებულო არის 4 ვაქცინა, გამოვრიცხოთ საერთოდ ბუსტერ დოზა და ჩავთვალოთ, რომ სრულად ვაქცინირებულად ადამიანი ითვლება 4 დოზის შემდეგ. ეს ყველაფერი არის ძალიან ცვლადი", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system