თავში

"მგონია, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება" - გია ხუხაშვილი

"მგონია, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება" - გია ხუხაშვილი
მგონია, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება - გია ხუხაშვილი

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს: 

"ჩემის აზრით, თუ სააკაშვილი დეპრესიაშია, ამის მთავარი მიზეზი არა მის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური მართლმსაჯულება, ან ციხეში ჯდომა, არამედ დაშვებული ფატალური შეცდომის გაცნობიერებაა.

მან დაინახა, როგორ ააგდეს ის გოიმივით, ჩამოიყვანეს და თუ ვინმემ ისარგებლა და დღემდე სარგებლობს მისი ჩამოსვლით, დაპატიმრებით, ეს ხელისუფლებაა.

ეს მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის უაღრესად მტკივნეულია.

ზუსტად იგივე დაემართა ბადრის. მას ის კი არ აწუხებდა, რომ მის მიმართ დევნა ხორციელდებოდა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, არამედ ის, თუ "გოიმივით" როგორ წამოიკიდა მიშამ.

ბადრი ბავშვურ შეცდომაზე დარდმა გადაიყოლა.

ამიტომ და არა იმიტომ, რომ ვინმე მას მოკვლას უპირებს, მგონია, რომ სააკაშვილის სიცოცხლესაც რეალური საფრთხე ემუქრება…

ყველაზე ეფექტური მკვლელი საკუთარი გამოუსწორებელი შეცდომაა…", - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system