თავში

მიხეილ სააკაშვილს ხვალიდან ახალი მკურნალი ექიმი ეყოლება

მიხეილ სააკაშვილს ხვალიდან ახალი მკურნალი ექიმი ეყოლება
მიხეილ სააკაშვილს ხვალიდან ახალი მკურნალი ექიმი ეყოლება

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ხვალიდან ახალი მკურნალი ექიმი ეყოლება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა განუცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებიდან გამომდინარე შეიცვალა.

"ჩვენ რაც გვითრეს, მისი მკურნალი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებიდან გამომდინარე, ხვალ ახალი მკურნალი ექიმი დაენიშნება, რომელთან შეხვედრის შესაძლებლობაც მოგვეცემა", - განაცხადა საბა ბრაჭველმა.

ცნობისთვის, დღეს ნიკა გვარამიამ მედიას გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი გააცნო.

მოგვიანებით გოგორიშვილმა განაცხადა, რომ გვარამიამ ის შეცდომაში შეიყვანა და ჩვენებიდან გარკვეული ეპიზოდები საკუთარი ინტერპრეტაციით განავრცო.

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის განცხადებას ნიკა გვარამია გამოეხმაურა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system