თავში

მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი ცნობილია - განცხადება

მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი ცნობილია - განცხადება
მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი ცნობილია - განცხადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსთავის ციხესთან ვერტმფრენი დაახლოებით ერთი საათის წინ გამოჩნდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში აღარ არის და ის "სადღაც გააქრეს".

ამასთან, გაუარესებული ანალიზების გამო, დღეს კონსილიუმმა ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი 39 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system