თავში

"მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება" - წერეთელი

"მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება" - წერეთელი
მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - წერეთელი

"თუ კი იქნა გადაწყვეტილება მიღებული ამ ადამიანების დაპატიმრების თაობაზე, ეს აღარ დატოვებს არანაირ სივრცეს კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესისთვის ქვეყანაში", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა, ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და დაიძაბება.

"ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რაც ან საბოლოოდ დაანგრევს ქართული სასამართლოს იმიჯს, ან კიდევ დატოვებს შანსს მისი გადარჩენის, მაგრამ აქ არ არის მხოლოდ სასამართლოში საქმე, თუ კი იქნა გადაწყვეტილება მიღებული ამ ადამიანების დაპატიმრების თაობაზე, რაც ყველასთვის ნათელია, რომ არის პოლიტიკური და პირადი შურისძიება, ეს აღარ დატოვებს არანაირ სივრცეს კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესისთვის ქვეყანაში, კიდევ უფრო გაღრმავდება და დაიძაბება დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, აღსანიშნავია ის უმნიშვნელოვანესი, ფაქტორიც, რაც არის ქვეყნის რეპუტაცია, რაზეც "ქართული ოცნება" ნაკლებად ზრუნავს, მაგრამ საზოგადოებას უნდა ესმოდეს ფასი ამგვარი გადაწყვეტილებების, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრი ხდება იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში, მაშინ როდესაც სახეზეა მკვეთრი დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის. აქ საქართველო უნდა ცდილობდეს პროცესის სწორ მხარეს იყოს, სამწუხაროდ ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენები გვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს და ისევ და ისევ რუსულ ორბიტასთან გვაახლოებს", - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system