თავში

მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად თაკო ჩარკვიანი ორგანიზაციას აფუძნებს

მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად თაკო ჩარკვიანი ორგანიზაციას აფუძნებს
მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად თაკო ჩარკვიანი ორგანიზაციას აფუძნებს

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ორგანიზაციას აფუძნებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა აუცილებელია.

"ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, რომელსაც ჰქვია "საერთო სახალხო მოძრაობა", ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით, დანგრეული, ჩაბნელებული საქართველოდან შექმნა სახელმწიფო და დააყენა ფეხზე.

პრაქტიკულად სახელმწიფო ჩამოშლილია. მაქვს ამის თქმის უფლება, როდესაც 3-მილიონიან საქართველოს დღეში 86 ადამიანი უკვდება, ჩამოშლილია ყველა სტრუქტურა, არ არსებობს ჯანდაცვა, გაწვალებული არიან ექიმები. ეს პრაქტიკულად უდრის გენოციდს. ჩვენ სახელწიფო გვქონდა, სახელმწიფო არ გვაქვს მარიონეტი, რუსეთზე მომუშავე ივანიშვილის მთავრობის ხელში. 

გამომდინარე აქედან, ჩავუდექი ინიციატივას სათავეში, მე, თამარ ჩარკვიანი – მიხეილ სააკაშვილის მშვიდობიანად დასაბრუნებლად ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე. როდესაც ისრაელის სახელმწიფო იქმნებოდა, ებრაელობა ებრაელებს მთელი მსოფლიოდან თავის ქვეყანაში ეძახდა ქვეყნის შესაქმნელად. 

ამხელა კულტუროლოგიის ქვეყანაა საქართველო, რა დაგვემართა, რომ 30 წელიწადია, არ გვაქვს რეფორმირებული სამართლებრივი სისტემა, დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი და ვერ მივიღეთ ნორმალური სამართლებრივი სისტემა. დიახ, მოდის კოალიციური მთავრობა და საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი. უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც არასწორად ჩამოერთვა. ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება იყო. ის უნდა მობრუნდეს. მივცეთ მუშაობის საშუალება, ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი. მან ეს უკვე დაამტკიცა", – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებზე საქართველოში დაბრუნდება.

ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system