თავში

მიხეილ ჩხენკელი: ჩვენს ამოცანად რჩება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება

მიხეილ ჩხენკელი: ჩვენს ამოცანად რჩება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება
მიხეილ ჩხენკელი: ჩვენს ამოცანად რჩება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება

„რასაკვირველია, ჩვენს ამოცანად რჩება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება"-ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მინისტრის თქმით საქართველოში დანერგილი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, პროცედურები და სტანდარტები შესაბამისობაშია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და პრინციპებთან.

"უმაღლესი განათლების მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით მუშავდება უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც ითვალისწინებს საბაზო დაფინანსების შემოღებას. დაფინანსების რეფორმა მოგვცემს შესაძლებლობას უნივერსიტეტების აკადემიური მიმართულების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას შევუწყოთ ხელი.

ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდები. მიმდინარე წელს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 114 პირი, რომლებიც 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის/საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის დარეგისტრირდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა ან მიიღეს მონაწილეობა და ვერ მოიპოვეს სწავლის უფლება, ჩაირიცხნენ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დაფინანსდნენ სახელმწიფო სასწავლო გრანტებით.

2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1568 სტუდენტი. ამასთან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ამავე კატეგორიის სტუდენტთა დაფინანსების თაობაზე 2019-2020 სასწავლო წლისთვის.

2019 წელს დაფინანსდა 8 სტუდენტი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე სწავლას აგრძელებენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

განსაკუთრებით მსურს გამოვყო განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობა, რომლის მიზანია ქართველი ახალგაზრდების უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა. 2019 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა 12 პროგრამა განახორციელა; გაიცა 169 სტიპენდია; ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფოს მიერ 6 340 000 ლარზე მეტით დაფინანსდა,"-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system