თავში

მიხეილ ჩხენკელი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

მიხეილ ჩხენკელი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
მიხეილ ჩხენკელი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ ჩხენკელმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტები.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება. მინისტრმა ასევე ისაუბრა კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობაზე.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის ელჩმა, ფაიგ გულიევმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system