თავში

მიხეილ ჩხენკელი: ვმუშაობთ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომელიც აგვაცილებს მსგავს ტრაგედიებს

მიხეილ ჩხენკელი: ვმუშაობთ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომელიც აგვაცილებს მსგავს ტრაგედიებს
მიხეილ ჩხენკელი: ვმუშაობთ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომელიც აგვაცილებს მსგავს ტრაგედიებს

სახელმწიფოსა და ჩვენი სამინისტროს უმთავრესი მიზანია ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„უპირველეს ყოვილისა, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და მივუსამძიმრო ოჯახს, მეგობრებსა და გარდაცვლილის თანაკლასელებს. სამინისტროს ფსიქო-სოციალური ცენტრის ფსიქოლოგები აგრძელებენ „მწვანე სკოლაში“, მე-100 და 169-ე სკოლაში მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში. სახელმწიფოსა და ჩვენი სამინისტროს უმთავრესი მიზანია ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა, მზრუნველობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა. ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აგვაცილებს მსგავს ტრაგედიებს. ამ მხრივ, სამინისტროს მიერ დაწყებულია და მიმდინარეობს საჯარო სკოლებში მოსაწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, სკოლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება, იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება; ფსიქოსოციალური მიმართულების გაძლიერება. ახლა ძალიან მნიშვენლოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც, ხოლო სამინისტროს მხრიდან გაძლიერდეს ამ პროცესების დანერგვის ხელშეწყობა" - აღნიშნა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დავალებები მისცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system