თავში

მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანის ელჩსა და "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ხელმძღვანელს უმასპინძლა

მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯან
მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანის ელჩსა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ხელმძღვანელს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ გენერალურ დირექტორთან მაჰირ მამედოვთან.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო მხარეებს შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. მათ შორის, განიხილეს ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული თეატრისა და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის საკითხები.

აზერბაიჯანის ელჩმა მიხეილ ჩხენკელს, მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრების მისალოცი წერილები გადასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system