თავში

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობას წყვეტს. 

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების შესახებ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

"მივიღე გადაწყვეტილება გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოსა და დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა," - წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

ერთ-ერთ მთავარ დათქმად შიმშილობის შეწყვეტისთვის, მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას ასახელებს  

"როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და გადამიყვანენ ამ დაწესებულებიდან სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.

ხოლო იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 42 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system