თავში

მიხეილ სააკაშილი ნიკა მელიაზე თავდასხმას ეხმაურება

მიხეილ სააკაშილი ნიკა მელიაზე თავდასხმას ეხმაურება
მიხეილ სააკაშილი ნიკა მელიაზე თავდასხმას ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე თავდასხმას ეხმაურება. 

მისი თქმით, გმობს ძალადობას, რომელიც პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე გლდანში განხორციელდა.

"ვგმობ ნიკა მელიაზე თავდასხმას, რომელიც დღეს განხორციელდა გლდანში. ეს არის განწირული რეჟიმის ფართხალი, რომელსაც დარჩა მხოლოდ ერთი არგუმენტი - ძალადობა და დაშინება. არავის მათი არ ეშინია და მალე მათ გაეცემათ პასუხი 31 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ნათლად ეტყვის დაშინებით, ძალადობით, ქართველი ხალხის მუხლებზე დაყენება არის შეუძლებელი! საქართველოში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა", - წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system