თავში

მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის

მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის
მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მზადაა, მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, მარგველაშვილს დაბრკოლება არ შეუქმნას.

"მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ.

მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს.

ასევე, მივესალმები ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან", - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა სააკაშვილის მონახულების თხოვნით პენიტენციურ სამსახურს, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს უკვე მიმართა. მან წერილში განმარტა, რომ სურს მიხეილ სააკაშვილთან განიხილოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიცირებული "შერიგების პროცესი". 

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system