თავში

მიხეილ სააკაშვილი: გუშინდელი აქცია იყო გამარჯვებული პარტიის აქცია

მიხეილ სააკაშვილი: გუშინდელი აქცია იყო გამარჯვებული პარტიის აქცია
მიხეილ სააკაშვილი: გუშინდელი აქცია იყო გამარჯვებული პარტიის აქცია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო ძალიან დიდი, ძალიან ამაღელვებელი დემონსტრაცია - ხალხის ერთიანობის და შემართების!", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა. 

მისი თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ "ნაციონალები რადარებიდან გაქრნენ", საფუძველს მოკლებულია. 

"როცა ვლაპარაკობთ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე განაპირობა იმან, რომ როდესაც გამოაცხადეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ დაამარცხეს კოვიდი და სინამდვილეში ხელი არ გაუნძრევიათ აქტიური ღონისძიებების გასატარებლად.

კოვიდით დაინფიცირება, ახალი უპრეცედენტო რეგიონში რეკორდული ტალღა გამოიწვია უპასუხისმგებლობამ, კორუფციამ, ორმაგმა სტანდარტებმა და მუდმივმა ტყუილებმა და ეს ტყუილები გრძელდება!..

ახლა კოვიდის შეკავება ხდება არა საყოველთაო კარანტინით, რომელიც უკვე დაგვიანებული, არამედ იმითი, რომ უნდა ყველა ადამიანი აღვჭურვოთ დაცვის საშუალებებით, მათ შორის პირველ რიგში მედპერსონალი, მოვამზადოთ მედპერსონალი. უნივერსიტეტებში მხოლოდ სელექციურად გავუშვათ სტუდენტები და მივიღოთ ყველა სხვა აუცილებელი ზომა.
თავის მხრივ "ნაციონალური მოძრაობა" ყველა მონაწილეს, აქ ჩვენი მრავალრიცხოვანი აქციების და მათი რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება, უზრუნველყოფს დამცავი საშუალებებით, პირველ რიგში ნიღბებით და სხვა საჭირო საშუალებებით - ამის შესახებ ჩვენ უკვე ვართ ყველა რეგიონალურ ორგანიზაციაში შეთანხმებული..

მაგრამ, ივანიშვილს ტყუილად გონია კოვიდის მეშვეობით ის შეძლებს არჩევნების გაყალბებას და მერე ამას ყველა წყნარად სახლში დაელოდება და შეხედავს.
ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის და ამ მობილიზაციის მოსამზადებელი ეტაპებია სწორედ ჩვენი შემდგომი აქციები.

საქართველოს სჭირდება გამარჯვება და ამ გამარჯვებას ვერაფერი ვერ შეაჩერებს!
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ქვეყანას!
", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system