თავში

მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოდის

მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოდის
მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოდის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მშვენიერაძის განმარტებით, სააკაშვილი ითხოვს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კომისიის შექმნის საკითხი დააყენონ. კომისიამ უნდა შეისწავლოს წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რომელიც სააკაშვილის მიმართ განხორციელდა.

"მიხეილ სააკაშვილი არის არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი, ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებულია. თუმცა ეს მდგომარეობა არ დასრულებულა, მას სჭირდება დღეს სათანადო სამედიცინო დახმარება, რომლის მიღებასაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ ახერხებს.

მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება, მის საქმეზე შეიქმნას პარლამენტში დროებოთი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს და მათ შორის, იმ თანამდებობის პირთა საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები" - განაცხადა მშვენიერაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system