თავში

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ჰყავს დარეგისტრირებული მკვდარი სულები

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ჰყავს დარეგისტრირებული მკვდარი სულები
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ჰყავს დარეგისტრირებული მკვდარი სულები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლებს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პარტიას მზად აქვს სახის ამომცნობი დანადგარები, რომლითაც ე.წ. "კარუსელების" გამოვლენას გეგმავენ. 

"ეს უნდა იყოს ჩვენი გამარჯვების დღე, მაგრამ ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რას აკეთებს ივანიშვილი. ივანიშვილს ჰყავს დარეგისტრირებული დიდი რაოდენობით მკვდარი სულები, ძალიან ბევრი ადამიანის მისამართზე.მას ჰყავს, დაახლოებით 500-700 კაციანი ბრიგადა, კარუსელებით მისვლას აპირებენ ბევრ ადგილზე, ერთ დროულად და არ არსებული ხმების ჩაყრას. ზუსტად ასე ჩაყარა მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ზუსტად ასე აპირებს თქვენი გამარჯვების მოპარვას", - ამბობს სააკაშვილი ვიდეო-მიმართვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system