თავში

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ვადას 6 იანვრამდე აძლევს

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ვადას 6 იანვრამდე აძლევს
მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ვადას 6 იანვრამდე აძლევს

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ მესამე პრეზიდენტი მოინახულეს. 

როგორც შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მიხეილ სააკაშვილს 2 მთავარი მოთხოვნა აქვს: კომუნიკაციის აღდგენის შესაძლებლობა კონფინდენციალურობის დაცვით და დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფისთვის მის მონახულებაზე ნებართვის მიცემა.

თუთბერიძის თქმით, თუ მესამე პრეზიდენტის მოთხოვნები არ შესრულდება, 6 იანვრიდან ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. 

"ვერ გვატანს ვერაფერს, წერილებით ვერ ვკომუნიკაციობთ. გვაქვს მხოლოდ იმის საშუალება, რომ გასვლის წინ მაგიდაზე რაღაც დაგვიტოვოს, რაც ბუნებრივია, კომუნიკაციას ვერ უზრუნველყოფს. ჩვენც უნდა გავცვალოთ აზრები, რასაც ვერ ვახერხებთ.

ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილების შემთხვევაში, მივიღებთ 2 შედეგს: პირველი გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება შეუქცევადად გაუარესდება და შეიძლება მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს და მეორე თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური ტყვის უფლებები შელახვა, ამ შემთხვევაში ის მიმართვას პროტესტის უკიდურეს ფორმებს",- განაცხადა თუთბერიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system