თავში

მიხეილ სააკაშვილი კიევში გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს შეხვდა

​მიხეილ სააკაშვილი კიევში გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი კიევში გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს შეხვდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს კიევში შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე განთავსდა. როგორც ექსპრეზიდენტმა განაცხადა, უკრაინაში ერთმანეთს შეხვდნენ ადამიანები, ვინც ადრე ერთმანეთს ებრძოდა, თუმცა საქართველოს სიყვარული აერთიანებთ. 

„ჩვენი ამოცანაა ახალგაზრდებს, ახალ თაობას გავუხსნათ გზა საქართველოს გადარჩენისა და მართვისკენ. მადლობა გუბაზს და ვალერის, ჩვენ ბიჭებს, რომ ჩამოვიდნენ კიევში. ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა. ასაკთან ერთად, დროსთან ერთად, გამოცდილებასთან ერთად, ძალიან ბევრ რაღაცას გადახედავს ადამიანი და ძალიან ბევრი რაღაც ჩანს სხვანაირად დროის გადმოსახედიდან. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა და გამარჯვებას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ვერაფერი დაუდგება წინ“, - ამბობს გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.

გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ისინი მოერივნენ საკუთარ „მეს“ და ეგოიზმს, რადგან გამოსავალი ერთიანობაა.

მიგვაჩნია, რომ გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დარაზმვა არის გამოსავალი. ვფიქრობ, ჩვენ მოვახერხებთ ამას, რადგან უნდა ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი წინაპრების“, – თქვა გუბაზ სანიკიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system