თავში

მიხეილ სააკაშვილი: მეკითხებიან როდის ჩამოვალ საქართველოში

მიხეილ სააკაშვილი: მეკითხებიან როდის ჩამოვალ საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი: მეკითხებიან როდის ჩამოვალ საქართველოში

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საქართველოში დაბრუნდება იმ პირობებში, როცა მისი დაბრუნება დაპირისპირებას არ გამოიწვევს. 

"ბევრს მეკითხებიან თუ როდის ჩამოვალ საქართველოში. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად. რადგან თავის დროზე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას. მაგრამ ის რომ საქართველო გადასარჩენია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ჩვენ ყველანი ერთად ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

შეგახსენებთ, 27 აგვისტოს, სააკაშვილმა ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ბრუნდება. 

7 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებულმა ოპოზიციამ რემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system