თავში

მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

ვინც ხელი მოაწერა პარლამენტში არ შესვლას და მანდატების გაუქმებას, უარი თქვა ივანიშვილის შემოთავაზებულ ორ მილიონზე თითო ადამიანზე , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მათ, ვინც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, სააკაშვილი მადლობას უხდის. მისი თქმით, ბევრ მათგანს ადრე არ ეთანხმებოდა და აკრიტიკებდა, თუმცა ახლა ქედს იხრის მათი გმირობისა და გამბედაობის წინაშე. 

„იმ ხალხმა, ვინც დღეს მოაწერა ხელი პარლამენტში არ შესვლას და მანდატების გაუქმებას, თბილისის ქუჩაში ცივ ამინდში უარი თქვა თბილ შენობაში კომფორტულ სავარძლებზე და ყოველთვიურ ხელფასზე, ასევე ივანიშვილის შემოთავაზებულ ორ მილიონზე თითო ადამიანზე. თქვა უარი იმის გამო, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე - ეს არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა!

ამიტომ ჩემგან, როგორც საქართველოს ერთ-ერთი შვილისგან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს.

შეიძლება ადრე ბევრ თქვენგანს არ ვეთანხმებოდი, ვაკრიტიკებდი, მაგრამ დღეს მართლა ქედს ვიხრი თქვენი სამოქალაქო გმირობის და გამბედაობის წინაშე! ეს არის ჩვენი საერთო გამარჯვების საწინდარი რაც დღეს მოხდა!”,- წერს სააკაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system