თავში

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. 

უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭო 2014 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ შეიქმნა.

22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო შეთავაზება, გამხდარიყო ქვეყნის ვიცე-პრემიერი განვითარების საკითხებში. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კანდიდატურა ამ პოზიციაზე აღარ განიხილებოდა და ზელენსკი და სააკაშვილი სხვა ფორმატში ითანამშრომლებდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system