თავში

მიხეილ სააკაშვილი: ვერ დამეტოლებით

მიხეილ სააკაშვილი: ვერ დამეტოლებით
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დამეტოლებით

ახლა შურის, ბოღმის დრო არ არის, ძველი ანგარიშების გასწორების დრო არ არის, ჩემთან დატოლების დროც არ არის, რადგან გარწმუნებთ, ვერ დამეტოლებით, – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიცინერ პოლიტიკოსბს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა ძველი ანგარიშების გასწორების დრო არ არის და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.

„ჯერ არავის მოუგონია გამარჯვების უკეთესი ფორმულა, ვიდრე ერთობის. ველოსიპედს ნუ მოვიგონებთ. ჩვენი საუკუნეების სიბრძნეა - ძალა ერთობაშია. ამის გარეშე წარმატების მიღწევა ძნელია, ბოლოს და ბოლოს ეს მიღწევადია, ყველა შემთხვევაში ივანიშვილი მაინც დამარცხდება, მაგრამ ეს არის ბევრად მარტივი. როგორ შეიძლება დაყოფა იყოს უფროეფექტური, ვიდრე ერთიანობა. როგორ შეიძლება ერთმანეთთან ქიშპობა, როცა ამხელა წინააღმდეგობა გაქვს. ბარში კი არ ვართ, სადაც სასმელებს ვარჩევთ და ვაჭაშნიკებთ, ვიღაცას მოსწონს ერთი კოქტეილი, მეორეს მოსწონს სხვა რაღაც. ახლა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ვართ. ჩვენ წინააღმდეგ არის ძალიან ვერაგი, თავზეხელაღებული, უტიფარი, დაუნდობელი ძალა. ამ პირობებში როგორ შეიძლება ვიძახოთ, რომ უნდა დავიტოვოთ გზა ერთმანეთს ვექიშპოთ, ვეკამათოთ. ვინ იქნება ამ ბრძოლის წინა ხაზზე, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს. ხვალ, ვიღაც ჩვეულებრივი ადამიანი, ახალგაზრდა გამოვა წინა პლანზე, აიტაცებს ამ დროშას და ის იქნება წინა პლანზე. და ნუ შეგშურდებათ, ახლა შურის, ბოღმის დრო არ არის, ძველი ანგარიშების გასწორების დრო არ არის. ჩემთან დატოლების დროც არ არის, რადგან გარწმუნებთ, რომ ჯერ ერთი ვერ დამეტოლებით, ბევრი მიზეზის გამო, მეორეც, მე ამით არაფერი დამაკლდება, ამით საერთო საქმეს აკლდება. მოდით, მივხედოთ საქმეს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი" არხის ეთერში. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით უნდა გადანაწილდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system