თავში

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება ცნობილია

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება ცნობილია
მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება ცნობილია

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოპსპიტალში გადასვლაზე თანახმაა. ამის შესახებ მასთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

მან ასევე განმარტა, რომ ჰოსპიტალში გადასვლისთანავე მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს. 

"სააკაშვილის გადაწყვეტილება შემდეგია, იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას, გორის ჰოსპიტალში განთავსების შემდეგ. ჩვენთვის ეს ჰოსპიტალი უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილსი მიერ არის აშენებული და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილია. ჩვენ, სპეციალისტებისგან უნდა ვიცოდეთ, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. ასევე ე.წ. შიმშილობის შემდგომი აღდგენის პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტებბის მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიშები. ეს ეხება ყველა კონსიკიუმს", - ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში დღეს გადაიყვანენ.

"მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით. ზუსტ დროს ვერ გეტყვით. მისი პირადი ექიმი და ქალბატონი გიული [ალასანია] მასთან დარჩებიან. ჩვენ წავალთ გორში და მის ტრანსპორტირებას დავაკვირდებით, ასევე მის დაბინავებას პალატაში. ამის მერე დავტოვებთ გორს", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

ამის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც ჟირნალისტებთან გორის ჰოსპიტალზე არჩევანის გაკეთების მიზეზი განმარტა. მან ასევე განაცხადა, რომ კლინიკა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, ხოლო მიხეილ სააკაშვილისთვის განსაკუთრებული პალატა მოეწყო.

დღესვე, თავდაცვის სამინისტრომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ვიდეო-კადრები გაავრცელა.

იუსტიციის მინისტრის შეთავაზების შემდეგ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შიმშილობის შემდგომი მკურნალობისთვის ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ კლინიკიდან მიმართვაც გაავრცელა და ექიმებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. 

ასევე შიმშილობის შეწყვიტის გადაწყვეტილება მიიღეს რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა.

შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატებმაც.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილეს, პაატა ბურჭულაძეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს, მსოფლიო ბანის განცხადებით, ის შიმშილობას მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტს, როცა დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system