თავში

მიხეილ სააკაშვილის გატაცებები სხვა ქვეყანაში იგეგმება - ნიკა მელია

მიხეილ სააკაშვილის გატაცებები სხვა ქვეყანაში იგეგმება - ნიკა მელია
მიხეილ სააკაშვილის გატაცებები სხვა ქვეყანაში იგეგმება - ნიკა მელია

მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცებები იგეგმება სხვა ქვეყანაში და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში ადამიანების მიერ, ვისაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან რუსთავში გადაყვანის ვიდეოკადრები ადრე თუ გვიან გავრცელდება და ის ბევრად უფრო მძიმე იქნება, ვიდრე აქამდე გავრცელებული ჩანაწერები.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიუღია არც ბიძინა ივანიშვილს და არც ირაკლი ღარიბაშვილს, ეს გადაწყვეტილება სხვაგან მიიღება, რაც არ უნდა ეს ყველაფერი ვიღაც-ვიღაცებს ყურს სჭრიდეს, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ. მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცებები იგეგმება სხვა ქვეყანაში და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში ადამიანების მიერ, ვისაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო. თავიდან ბოლომდე ამ პროცესში ჩართულია რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები. მერამდენჯერ კვლავ ასე უჩუმრად იტაცებენ ადამიანს ღამის საათებში. თუკი ისინი წელში გამართულები არიან, თუკი ხელისუფლებას, რეჟიმს ჰგონია, რომ სამართლიანად ჰყავთ პატიმრობაში ადამიანი, ამ ყველაფერს როგორც აკეთებს თავმოყვარე ხელისუფლება- ატარებს ბრიფინგს, თუ არადა, მინიმუმ ადვოკატს საქმის კურსში აყენებს და ამის შემდეგ ხდება ეტაპირება და არა გატაცებები. ეს არის გატაცება, მეტი არაფერი. ადრე თუ გვიან, ამ ვიდეოკადრებსაც ვიხილავთ, კიდევ უფრო შემზარავი და მძიმე საყურებელი იქნება, ვიდრე ეს მოხდა რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში, 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის გატაცებისას. მიხეილ სააკაშვილის გატაცება უნდოდათ რამდენიმე დღის წინ და მწოლიარე ადამიანს 6 ადამიანი დასხმია თავს, ეკა ხერხეულიძისგან გავიგე. 6 ადამიანი მწოლიარე მიხეილ სააკაშვილს ეჭიდავებოდა და გამოდის უთავმოყვარეო იუსტიციის მინისტრი და წნევის ცვალებოდობის გამო არ გადავიყვანეთო. წნევის ცვალებადობის გამო კი არა, გასკდა ლამის ადამიანი და უბრალოდ, შეეშინდათ, რომ ხელში არ ჩაკვდომოთ მიხეილ სააკაშვილი და ვერ მოიტაცეს რამდენიმე დღის წინ,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system