თავში

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგში უცხოელი ექიმები ერთვებიან

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგში უცხოელი ექიმები ერთვებიან
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგში უცხოელი ექიმები ერთვებიან

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი ექიმებიც ერთვებიან.

როგორც გელხაურმა ჟურნალისტებს განუმარტა, გუშინ საქართველოს ჰოლანდიელი ექიმი ჩამოვიდა, ხვალ კი უკრაინელი მედიკოსების ჯგუფს ელოდებიან. ისინი მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს შეხვდებიან და გადაწყვეტილებებს ამის შემდეგ მიიღებენ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სისუსტე იზრდება.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სისუსტე იზრდება და ქართველ ექიმებს მედიკამენტოზური მკურნალობით უჭირავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ქართველ მედიკოსებს, განსაკუთრებით, რეანიმატოლოგებს, რომლებმაც ორჯერ გადაარჩინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე მადლობას უხდის კონსილიუმის ყველა წევრს, ვინაიდან მათ დაწერეს დასკვნა და ეს დასკვნა რომ სიმართლეს შეესაბამება ამასაც აღნიშნავს. 

ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გუშინ ჰოლანდიიდან ჩამოვიდა ექიმი, ხვალ ჩამოდის უკრაინიდან რეანიმატოლოგი, საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, უკრაინელი მედიკოსი, რომელიც საკმაოდ ცნობილი ექიმია. მათ ექნებათ კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის ექიმთან და შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას", - თქვა გიორგი გელხაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system