თავში

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მიყვანას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მიყვანას ითხოვს
მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მიყვანას ითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და სასამართლოში მიყვანას ითხოვს. 

სააკაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ სიმართლე მისგან უნდა მოისმინოს. 

ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

"ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, "ხელისუფლებას" ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს "სასამართლოში", რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, 21 ოქტომბერს ტელეკომპანია "იმედმა" ვიდეო გაავრცელა, რომელშიც სააკაშვილი ამბობს, რომ გაიტაცეს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 22 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system