თავში

მიხეილ სააკაშვილს ციხის პალატაში გადასხმა გაუკეთეს

მიხეილ სააკაშვილს ციხის პალატაში გადასხმა გაუკეთეს
მიხეილ სააკაშვილს ციხის პალატაში გადასხმა გაუკეთეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გადასხმის პროცედურა ჩაუტარდა. მისმა პირადმა ქეიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ დღეს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მისი ერთ-ერთი პარამეტრი შეცვლილი იყო.  ექიმების ჯგუფის შეფასებით გადასხმის გაკეთება აუცილებელი იყო.

სამედიცინო დახმარება მიხეილ სააკაშვილს ციხის პალატაში ჩაუტარდა. ნიკოლოზ ყიფშიძე მის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს. 

"ეს პროცედურა ჩატარდა საველე მდგომარეობაში. ეს სამედიცინო ოთახი მაგისთვის არაა განკუთვნილი. ამიტომ საჭიროა მისი მკურნალობა საავადმყოფოში. დღეს კრიზისი უკვე გადავიარეთ. უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე იყო" - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 22-ე დღეა შიმშილობს. ის საქართველოში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system