თავში

მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "დროას" ლიდერს ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ექსპრეზიდენტი პოლიტიკოსს მიმართავს. 

"მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი გადაუჭარბებლად, რომ ვთქვათ გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ, ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი", - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ცნობისთვის, 3 ნოემბერს, პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.

პოლიტიკოსის თქმით, მისი მთავარი მოთხოვნაა, ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 42-ე დღეა შიმშილობს.

ამასთან ,დღეს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს და პირობებს ასახელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system