თავში

"მიხეილ სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი" - ვოლსკი

"მიხეილ სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი" - ვოლსკი
მიხეილ სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი - ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი. 

მისივე თქმით, ექს-პრეზიდენტს რეალობისთვის თვალის გასწორება არ სურს.

"მიხეილ სააკაშვილის განცხადებას რაც შეეხება, ამას ხიბლის ცოდვას ეძახიან, ხიბლშია ჩავარდნილი, თითქოს, რეალობას არ უნდა თვალი გაუსწოროს, მაგრამ ვფიქრობ, ის ერთადერთია, ვინც ოპოზიციის ლიდერად მოიაზრება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, მის გარდა არ არსებობს სხვა ლიდერი. აქედან გამომდინარე, მთელი ოპოზიციური სპექტრი, ვინც "ნაცმოძრაობის" სატელიტებად შეიძლება მოვიაზროთ, ასევე თავად "ნაცმოძრაობაც" ცდილობს, როგორმე ამ ბოდვაში გაამართლოს სააკაშვილი. რეალურად, საზღვრის უკანონო კვეთაზე არავინ საუბრობს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პრაქტიკულად ის არშემდგარი შეთქმულება, რომელიც იყო ჩაფიქრებული. ის დააჯერეს, რომ გადმოკვეთდა საზღვარს და მთელი საქართველო გაერთიანდებოდა, რომ რევოლუციური პროცესი განევითარებინათ. შემდეგ დააჯერეს, რომ მას გამოიხსნიან საკნიდან მას მერე, რაც ხალხი შეიკრიბება აღშფოთებული და გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობას. შემდეგ დააჯერეს ან თვითონ დაიჯერა, რომ არჩევნებში გამარჯვებული "ნაცმოძრაობაა", – განაცხადა ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system