თავში

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის მთავრობას მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის მთავრობას მიმართავს
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის მთავრობას მიმართავს

რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიმართავს და მოსამართლეთა კლანისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს:

"მოვუწოდებ აშშ-ის მთავრობას დაუყოვნებლივ შემოიღოს პერსონალური სანქციები მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ. ეს გააძლიერებს იმ მოსამართლეების პოზიციებს, რომლებმაც პირველად ამოიღეს ხმა ზეწოლის წინააღმდეგ და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ეს ასევე, მისცემს იმედს უსამართლო სისტემის მსხვერპლთ. ამას ვამბობ, როგორც პუტინის პირადი ტყვე, რომელიც უკვე თვეზე მეტია ვერ იღებს უფლებას სასამართლოზე წარდგენის"- ნათქვამია მიმართვაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 36 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system