თავში

მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს, რომელსაც report.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემი მიმართვა სამოქალაქო საზოგადოებას: ის მასშტაბი უკანონობის, რომელიც ახლა ხდება, განპირობებულია ძირითადად დაუსჯელობის სინდრომით. მე გთავაზობთ, დავუბრუნდეთ კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა "შავი სიის" იდეას. 

ის ადამიანები, ვინც იარაღი ჩაუდო არჩევნების პერიოდში ყოფილ პოლიციელებს, ვინ მოიპარა დიდი რაოდენობით ხალხის საბიუჯეტო ფული, ვინც გაყალბებით შეკერა კარტოგრაფების საქმე, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩემ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, უნდა შეიყვანონ ამ სიაში. 

ჩვენ უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, რომელიც მათი დანაშაულის შემადგენლობას მოიკვლევს, მტკიცებულებებს მოაგროვებს და ამის შემდეგ ჩვენ ეს საჯაროდ უნდა გამოვაქვეყნოთ, ასევე, უნდა მივმართოთ, დასავლეთის საელჩოებს, არ გასცენ მათზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები.

ამ ხალხის: მოსამართლეების, პროკურორების, თანამდებობის პირების, ვინც გაძარცვა საქართველო და ვინც ამდენ უსამართლობას ჩადის, მოქალაქეები ქუჩაში უნდა სცნობდნენ და შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ, როგორც ქვეყნის დამაქცევლებსა და თითოეული ქართველის კეთილდღეობის მტერზე.

ჟურნალისტებს უკვე საკმარისი მასალები აქვთ შეგროვებული. მაგალითად, იმაზე, როგორ აუხსნელად გამდიდრდნენ ჩემი საქმეების პროკურორები. 

დადგა დრო, რომ ისინი კი არ გვადანაშაულებდნენ, არამედ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, შევხედოთ მათ თვალებში. შევადგინოთ სპეციალური საიტი და დავწეროთ მათი საბრალდებო დასკვნა", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system