თავში

"მიხეილ სააკაშვილმა გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი" - ნიკა გვარამია

"მიხეილ სააკაშვილმა გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი" - ნიკა გვარამია
მიხეილ სააკაშვილმა გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი - ნიკა გვარამია

"მიხეილ სააკაშვილს ემოციური და მორალური ომი უკვე მოგებული აქვს... მან გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი... იბრძვის იმისთვის, რომ ივანიშვილი აღარ იყოს ხელისუფლებაში და ქვეყანა გადარჩეს",  - ამის შესახებ ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

"სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია შეასრულა, გაიარა ისეთი განსაწმენდელი, ამ ქვეყანაში არავის რომ არ გაუვლია ზვიად გამსახურდიას მერე. დღეს ის ჩემ თვალში გაცილებით მაღლაა, ვიდრე ვარდების რევოლუციის დროს იყო, ემოციური და მორალური ომი მას უკვე მოგებული აქვს. მაგრამ ის აქ ჩამოვიდა იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს და ქვეყანა გადარჩეს, ეს ამოცანა, მისი აზრით, ჯერჯერობით მიღწეული არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ შეთანხმებული, მკაფიო და თანმიმდევრული ქმედებების პირობებში ეს შესრულებადია", -განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ შიმშილობის 50 დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system