თავში

მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტალში გადაიყვანენ

მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტალში გადაიყვანენ
მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტალში გადაიყვანენ

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. 

გადაწყვეტილების შესახებ რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის შემდეგ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

"ვთავაზობთ, რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელწიფოს მხრიდან იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. 

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. 

აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. მოვუწოდებთ ყველას, მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ. სიძულვილის ენის, აქამდე გაუგონარი მასშტაბით გამოყენებისა და კანონმორჩილ თანამშრომლებს, მათი ოჯახის წევრებზე დაუყოვნებლი თავდასხმის შეწყვეტისაკენ", - განაცხადა ბრეგაძემ. 

ცნობისთვის, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system