თავში

სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა

სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა
სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. КГБ -ს მიერ გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით, report.ge-ს სუს-ში განუცხადეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ტყვეობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ, მიზანმიმართული პროვოკაცია და დეზინფორმაციია.

,,საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდების შემადგენელ ნაწილს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გატარებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლება.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები", - განუცხადეს report.ge-ს სუს-ში.

ცხინვალის ე.წ. КГБ ტყვეობაში მყოფი ექიმის სატელეფონო ჩანაწერებს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system