თავში

მინდა გაგახაროთ, ეს მაინც მოხდა - ოპოზიციამ საბურთალოსა და დიდუბის კანდიდატები დაასახელა

მინდა გაგახაროთ, ეს მაინც მოხდა - ოპოზიციამ საბურთალოსა და დიდუბის კანდიდატები დაასახელა
მინდა გაგახაროთ, ეს მაინც მოხდა - ოპოზიციამ საბურთალოსა და დიდუბის კანდიდატები დაასახელა

მინდა გაგახაროთ, ეს მაინც მოხდა – ამის შესახებ  „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა თბილისის ორ საარჩევნო ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატების წარდგენისას.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საბურთალოს ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება დაუცხრომელი მებრძოლი ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე ჩუღურეთის ოლქში კი - ზურაბ ჯაფარიძე, რომლის აქტიურობით ჩვენ ყველანი მოხიბლულები ვართ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის თქმით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოქტომბერში ხელისუფლება თბილისს დაკარგავს. 

დღესვე, ხელი მოეწერა დეკლარაციას ხმების დაცვის შესახებ, რაც ნათელაშვილის თქმით, „ისტორიული გადაწყვეტილებაა“.

„ეს ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system