თავში

მინდა გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი - ვიოლა ფონ კრამონი

მინდა გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი - ვიოლა ფონ კრამონი
მინდა გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ევროპულ ღირებულებებს სულ უფრო მეტად სცილდება.

კრამონი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს აფრთხილეს, რომ ამაზე დასავლელი პარტნიორების რეაგირება მკაცრი იქნება და არ გამორიცხავს, ფინანსური სანქციებიც საკითხიც დადგეს.

"რაც შეეხება მმართველ პარტიას, ვფიქრობ ჩვენ ერთი მხრივ, გვჭირდება მათი პარტნიორობა პარლამენტში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რა შედეგები მოაქვს სიძულვილის რიტორიკას და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას. მინდა გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი, რომ მიუხედავად ევროკავშირისკენ მათი მისწრაფებისა, გაწევრიანების კუთხით ახლა ყველაზე შორს არიან, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირის, როგორც ბატონმა ელჩმა ბრძანა, ასოცირების შეთანხმება, ეს არის პოლიტიკური ჩარჩო, რომელიც არ არის შესრულებული. ძალიან შორს ვართ ჩვენ, როგორც სასამართლო რეფორმების, ასევე სხვა რეფორმების კუთხით. ყოველდღიურად ისინი გადიან ამ ვალდებულებიდან. ასევე ეს არის ფინანსური პასუხისმგებლობა და ჩვენთვის ეს მიუღებელია, რომ გადასახადების გადამხდელების ფული იხარჯება და ფაქტობრივად არ სრულდება ეს ვალდებულებები, არა მხოლოდ დემოკრატიული რეფორმების კუთხით, არამედ მოქალაქეებისთვის. ეს არ არის რეფორმა ევროკავშირისთვის, ეს არის რეფორმა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ანტიევროპული რიტორიკა ძალიან გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის და საგონებელში ჩამაგდო. ყოველთვის მეგონა, რომ საქართველო პროევროპული ქვეყანაა, ძალიან გამაღიზიანა ახალმა ტონმა, ახალმა რიტორიკამ, რომ ჩვენ კუთხეში დაგვაყენეს, თითქოს საქართველოს თავს ვახვევთ ისეთ რამეს, ისეთ ღირებულებებს, რაც მათ არ უნდათ. საგონებელში ჩამაგდო ამის გაგონებამ მმართველი პარტიისგან. მეორე მხრივ, ვფიქრობ, როდესაც პროგრესზე ვსაუბრობთ, როგორ უნდა მივაწვდინოთ ხმა პარლამენტის წევრებს, რომ ეს დიალოგი შედგეს. როგორ უნდა მოვემზადოთ ამისთვის. არის თუ არა ახლა დრო ამისთვის, თუ ჯერ გადავდოთ ეს და დაველოდოთ პროევროპულ მიდგომას მმართველი პარტიიდან და პარლამენტში. საჭიროა უფრო კონსტრუქციული ძალების მოძებნა პარლამენტში და მათი მანდატის გამოყენება, ასევე მარტო პროტესტი და გარეთ ყვირილი, ჩემი აზრით, არაფრის მომტანი არ არის“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system