თავში

მინდა მივულოცო ყველას, ვინც დღეს თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს - კახა კალაძე

მინდა მივულოცო ყველას, ვინც დღეს თავის სამსახურებრივ მოვალეობას
მინდა მივულოცო ყველას, ვინც დღეს თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს და თბილისის მერიის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა. საახალწლო გალა კონცერტზე შეკრებილებს მან მილოცვით მიმართა და განაცხადა, რომ ახალ წელს ენერგიით და ენთუზიაზმით უნდა შევხვდეთ.

"ჩემო მეგობრებო, გილოცავთ ახალ 2022 წელს. 2021 წელი იყო რთული წელი. ყველაფერი ცუდი, რაც იყო, უნდა ჩავაბაროთ წარსულს, გავატანოთ 2021 წელს და ახალი იმედებით, ახალი ენერგიით, ახალი ენთუზიაზმით უნდა შევხვდეთ 2022 წელს. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო და მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს და ემსახურება ჩვენს ქვეყანას. მინდა, წარმატებები გისურვოთ, გამარჯვებები, სიხარული, წინსვლა, ბედნიერება და რაც მთავარია, მშვიდობა ჩვენს სამშობლოს. სულიერი სიმშვიდე ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. გილოცავთ", - განაცხადა კახა კალაძემ. 

საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system