თავში

მინდა მოვიხსნა პასუხისმგებლობა მომავალზე - იაგო ხვიჩია

მინდა მოვიხსნა პასუხისმგებლობა მომავალზე - იაგო ხვიჩია
მინდა მოვიხსნა პასუხისმგებლობა მომავალზე - იაგო ხვიჩია

ქვეყანაშ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პარტია "ნაციონალურ მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ხვიჩიას შეფასებით, ამ ორი პარტიიდან არცერთს სურს შედგეს დღევანდელი პარლამენტი და ორივე მათგანი სინქრონულად ანგრევს ქართულ პარლამენტარიზმს.

"დღევანდელი საპარლამენტო ისტერია ძალიან ჰგავს კორონა ისტერიას.

მაშინაც ყველა პოლიტიკოსი და საჯარო პირი შეითქვა ადამიანების საწინააღმდეგოდ და შედეგის გაუაზრებლად, უფიქრელად ჩაება სამყაროში ყველაზე უაზრო და სულელურ #დარჩისახლში კამპანიაში.მაშინ ჩვენი ამოცანა იყო ადამიანებისთვის გვეთქვა სიმართლე, რომ ირგვლივ ყველა იტყუებოდა და არავისთვის დაეჯერებინათ.სხვა საკითხია დაგვიჯერეს თუ არა, მაგრამ ჩვენ ამ სწორი პოზიციის გამო პირნათელი ვართ საქართველოს მოსახლეობასთან.ზუსტად იგივე ხდება ახლა, არც ოცნებას და არც ნაცებს არ უნდათ ეს პარლამენტი შედგეს, ორივე მათგანი სინქრონულად ანგრევს ქართულ პარლამენტარიზმს.ჩვენ ჯერ პატარა პარტია ვართ და სამწუხაროდ ჩვენზე არაა დამოკიდებული შედგება თუ არა ეს პარლამენტი.ქოცებზე და ნაცებზეა დამოკიდებული და მათ არც ერთს არ უნდა რო შედგეს.ასეთ დროს ჩემი ამოცანაა, გითხრათ რომ სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია.მე ყველაფერი გავაკეთე რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ როცა ყველა მზადაა საკუთარი ინტერესებს შეწიროს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, ჩვენნაირი პატარა პარტიის ძალისხმევა არაა საკმარისი.დარჩენილ დღეებში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კოლეგების აზრზე მოსაყვანად, გამოვიყენებთ ამისათვის NDI კვლევის შედეგებსაც, მაგრამ თუ არაფერი გამოვიდა, მინდა გითხრათ, რომ მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო და ამით მინდა მოვიხსნა პასუხისმგებლობა მომავალზე, რომელიც ქოცების და ნაცების 9 წლიანი დაპირისპირების შედეგად მივიღეთ და ქართული პარლამენტარიზმის განადგურებით დამთავრდა",- წერს ხვიჩა სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system