თავში

მინისტრი: აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი საუკეთესო მაგალითია

მინისტრი: აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი საუკეთესო მაგალითია
მინისტრი: აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი საუკეთესო მაგალითია

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცების უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის რეგიონული თანამშრომლობა, რომელიც ხანგრძლივი და მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

დავით ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალც, რომელიც ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს საქართველოს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებთან დააკავშირებს.

"აღნიშნულის საუკეთესო მაგალითად გამოდგება აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი. ჩვენ „სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის პროექტის“ სრულად განხორციელების იდეის ერთგულნი ვართ. ჩვენს ქვეყნებს შორის უნიკალური რეგიონული სინერგია არსებობს: ერთის მხრივ, აზერბაიჯანის მხრიდან ენერგორესურსებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, მეორეს მხრივ კი, საქართველოსა და თურქთის სატრანზიტო პოტენციალი, ევროპული ბაზრებისთვის დამატებითი რესურსების მიწოდების უნიკალურ შესაძლებლობას უზრუნველყოფს. რეგიონული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია, გასულ წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების მიერ ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტის მეორე ფაზის გახსნა, რომელიც ევროპული უსაფრთხოების ახალი ერის დასაწყისს აღნიშნავს და უზრუნველყოფს სამხრეთის გაზის დერეფნის სრული დატვირთვით ამოქმედებას," - განაცხადა დავით ზალკალიანმა“. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system