თავში

მინისტრი სააკაშვილზე: მას ელოდება საზღვარზევე დაკავების პროცედურა და საპატიმრო

მინისტრი სააკაშვილზე: მას ელოდება საზღვარზევე დაკავების პროცედურა და საპატიმრო
მინისტრი სააკაშვილზე: მას ელოდება საზღვარზევე დაკავების პროცედურა და საპატიმრო

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ მიხეილ სააკაშვილი იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება საზღვარზევე დაკავების პროცედურა და საპატიმრო,"- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძებნილია და მის მიმართ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი.

"ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერი, რომლითაც ის ქართველ ხალხს მიმართავს, თითქოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ ის იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზევე და რა თქმა უნდა, ქართული საპატიმრო, ვინაიდან ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი განაჩენი, რომელიც შეიძლება გადაისინჯოს, როდესაც საპატიმროში იქნება,"- განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო გაავრცელას, სადაც ის საუბრობს: "შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის."

მიმართვის დასასრულს, სააკაშვილის ამბობს, რომ ის ბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system